პერუს პრემიერმინისტრი, ჰექტორ ვალერი დანიშვნიდან 4 დღეში ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებების გამო გადადგა. ინფორმაციას უცხოური მედია The Guardian ავრცელებს.

ვალერმა პოლიტიკური ძალები თანამდებობიდან გადადგომის იძულებაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, ცრუ ბრალდებებს ეფუძნებოდა.

"ჩემს წინააღმდეგ საჩივრები ეფუძნება სიცრუეს. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი წვლილი წვეთი სისხლი დავტოვო ამ მთავრობის მშენებლობის მხარდაჭერისთვის", — განაცხადა მან გადადგომამდე.

ვალერის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათში პოლიციის 2016 წლის ანგარიშები გავრცელდა, სადაც მისი შვილი და ცოლი ყოფილ პრემიერმინისტრს ძალადობაში ადანაშაულედნენ. ვალერმა ინფორმაცია უარყო და ბრალდებებს ცრუ უწოდა.

პერუს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მთელმა მინისტრთა კაბინეტმა მოვალეობები შემცვლელის დასახელებამდე და მინისტრთა ახალი გუნდის შერჩევამდე უნდა შეასრულოს.