შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, 112 მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ცხელ ხახზზე არამიზნობრივად არ დარეკონ. მათი განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიმართვიანობა გაზრდილია, ყოველდღიურად კი არაერთი არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც სამუშაო პროცესს აფერხებს.

"24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი შემთხვევისას 112-თან შეუფერხებლად დასაკავშირებლად 112 სამ არხად დაიყო:

  • სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
  • 112 1 — პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური;
  • 112-2 — Covid-19.

მათივე თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/

"12-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს. თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე — 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე", — აღნიშნავენ ისინი.

6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 17 531, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის, 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 36,47%, ბოლო 14 დღის — 30,65%, ბოლო 7 დღის — 27%.