დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 17 531, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის, 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 36,47%, ბოლო 14 დღის — 30,65%, ბოლო 7 დღის — 27%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 314 603-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 17 531-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 15 212 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 9 295;
  • აჭარა — 1 456;
  • იმერეთი — 2 988;
  • ქვემო ქართლი — 1 008;
  • შიდა ქართლი — 1 147;
  • გურია — 417;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 233;
  • კახეთი — 828;
  • მცხეთა-მთიანეთი — 336;
  • სამცხე-ჯავახეთი — 318;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 72.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 274 საიდანაც, 2 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 146, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 282.

1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 202 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: