ვისოლის დირექტორის თქმით, საქართველოში საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდება
ვისოლ ჯგუფის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა საქართველოში საწვავის ფასის ეტაპობრივად, 20-25 თეთრით ზრდას ელოდება, რის მიზეზადაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებას ასახელებს. მან ამის შესახებ ანალიტიკაში ისაუბრა.
ხორავას თქმით, მიუხედავად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის მკვეთრი გაძვირებისა, კომპანია ამ ეტაპზე ფასის შენარჩუნებას მარაგების ხარჯზე ახერხებს, თუმცა საწვავზე ფასების ზრდა თებერვლის შუა რიცხვებიდან გარდაუვალი იქნება.
"ვცდილობთ, არსებული მარაგებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები, თუმცა ეს მარაგები დროის გარკვეულ მონაკვეთში ამოიწურება და საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ფასის ნიშნულის პირობებში ჩვენთვის გარდაუვალი იქნება [საწვავზე] ფასის მომატება, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს. დღეისთვის ჩვენ ვინარჩუნებთ ფასების სტაბილურობას.
100-150 დოლარით ფასის ზრდა ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობა არის ლიტრზე, რომელიც გარკვეულწილად გაიზრდება, თუმცა ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეს მოხდება ეტაპობრივად და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზარი შემობრუნდება და ზრდის ტრენდი" — თქვა ვასილ ხორავამ.
5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი, საშუალოდ, 3,36 ლარი ღირს, ხოლო პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება 3,20 ლარია.
საქსტატის მონაცემებით, იანვრის მდგომარეობით, ბენზინი 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის შედის. ბოლო ერთი წლის ჭრილში, ბენზინი 37,1%-ით, ხოლო დიზელი 32,2%-ით არის გაძვირებული.
3 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა 91,11 დოლარი/ბარელზე შეადგინა. იმავე სავაჭრო დღის შედეგებით, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 90,27 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის საერთაშორისო ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა. ექსპერტთა ნაწილი ნავთობის ფასის კიდევ უფრო ზრდას ელოდება.
გარდა საერთაშორისო ფასებისა, საქართველოში საწვავის ფასის დადგენაში მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები თამაშობს. საუბარია აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადზე, რომელიც, რეალურად, საწვავის ფასს აძვირებს. როგორც ცნობილია, 2017 წლის დასაწყისში საწვავზე აქციზურმა გადასახადმა მოიმატა — 1 ტონა ბენზინის აქციზური გადასახადი გაორმაგდა და 250-დან 500 ლარამდე გაძვირდა. ექსპერტების შეფასებით, საწვავის ფასის დარეგულირებისთვის მცურავი აქციზის შემოღება, ან აღნიშნულ პროდუქტზე ამ გადასახადის გაუქმებაა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში საწვავის ღირებულებაზე მოქმედებს ლარის გაცვლითი კურსია. ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით 10 თეთრით გამყარდა. იმის გამო, რომ საწვავი საქართველოში 100%-ით იმპორტირდება, ლარის გამყარება საწვავის ფასის დადგენაზე დადებითად აისახება, თუმცა, როგორც ვასილ ხორავა ამბობს, მიუხედავად ლარის გამყარებისა, ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდა მაინც გარდაუვალი იქნება.
გაიგეთ მეტი:
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები