ამერიკელმა ხელოვანმა 120 ვიბრატორისგან სამეფო ტახტის სკულპტურა შექმნა
ადამიანის შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს და ამის დასტურია 100-ზე მეტი ვიბრატორისგან დამზადებული სკულპტურა, რომელიც მაიამელმა ხელოვანმა, დაფნი ბლეიდმა შექმნა.
დაფნიმ ვიბრატორების ჩრდილოამერიკელი იმპორტიორის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი, სახელად "სასიამოვნო, როგორც ხელოვნება", დაზიანებული და ქარხნული წუნის მქონე 100 ვიბრატორისგან ორიგინალური ნიმუშის შექმნას ითვალისწინებდა.
თუმცა, როგორც კომპანია აღნიშნავს, ხელოვანების ასეთ აქტიურობასა და კონკურსის მასშტაბურობას არ მოელოდნენ. მისი დირექტორის, კენ ჰერსკოვიცის თქმით, შექმნილმა ნამუშევრებმა დაამტკიცეს, რომ ვიბრატორი მომხმარებლისთვის, უბრალოდ, ფიზიკური ნივთი არ არის. ზოგმა ის ცოცხალ არსებად, ზოგმაც — დნმ-ის სამგანზომილებიან მოდელად აქცია.
თავად ბლეიდმა კონკურსის შესახებ მის დასრულებამდე მხოლოდ ხუთი დღით ადრე შეიტყო, ამიტომ, კონცეფცია ნაჩქარევად მოიფიქრა და გაგზავნა.
ჰერსკოვიცი ამბობს, რომ ბლეიდის ნამუშევარმა უმთავრესად გამორჩეული ხედვის გამო მიიქცია ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანს სკულპტურა ჯერ აგებული არ ჰქონდა, კონცეფციაში ესკიზებით, შთამაგონებელი სურათებით, მცირედი დეტალებითა და დაწვრილმანებული აღწერით ზუსტად ახსნა, რისი გადმოცემა სურდა.
ამიტომ, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ჟიურის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დაფნის ნამუშევრის კონცეფცია საუკეთესო იყო.
გამარჯვების შემდეგ ბლეიდმა კომპანიისგან 120 ვიბრატორი მიიღო და ხელოვანიც მუშაობას შეუდგა. საბოლოოდ, შედეგი, არც მეტი, არც ნაკლები, Game of Thrones-ის რკინის ტახტის ასლი აღმოჩნდა. თუმცა, ბლეიდის თქმით, ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა — თითქმის მთელი დეკემბერი, დღეში 12-დან 15 საათის განმავლობაში მუშაობდა.
ტახტის ერთ მხარეს პორტალია გამოსახული, რომელზე უსქესო არსებას ხელში ვიბრატორი უკავია. ეს გამოსახულება, ბლეიდის თქმით, საკუთარ სექსუალობაზე სრული კონტროლის გამომსახველია.
ხელოვანი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი სამეფო ტახტის ანალოგის შექმნა არ ყოფილა, თუმცა, შედეგით უკმაყოფილო არაა.
სკულპტურა დაფნისთვის ხელოვნების დაუფარავი ნიმუშის შექმნის პირველი მცდელობა იყო, მაგრამ იგი აპირებს, თავის შემოქმედებაში სექსუალობის თემის ასახვა განაგრძოს. ბლეიდი ამბობს, რომ ხელოვნების სკოლა სულ ახლახან დაამთავრა და ამ ნამუშევრით აკადემიური სივრციდანაც გამოვიდა.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ხედვა მქონდეს, რათა ხელოვნება სწორედ მისი საშუალებით შევქმნა", — დასძენს დაფნი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები