ჯეფ ბეზოსის სუპერიახტისთვის გზის დასათმობად როტერდამის ისტორიულ ხიდს ნაწილობრივ დაშლიან
ნიდერლანდების საპორტო ქალაქ როტერდამში ისტორიულ ხიდს ნაწილობრივ დაშლიან, რათა Amazon-ის დამფუძნებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსისათვის, აგებულმა სუპერიახტამ გავლა შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ბეზოსის გიგანტური, $485 მილიონად ღირებული იახტა, როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა, რათა კიონინგსჰაფენის ხიდის ქვეშ გაეცურა. ხიდი თავდაპირველად 1878 წელს აიგო, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა და მას შემდეგ ხელახლა აშენდა.
ბეზოსისათვის ხომალდი როტერდამის მახლობლად, ალბლასერდამში, აიგო. კომპანიამ, რომელმაც სუპერიახტა ააგო, ქალაქის საბჭოს სთხოვა, ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ხიდი ნაწილობრივ დაშლილიყო, რათა გემმა გაცურვა შეძლოს.
"ზღვაზე გასასვლელად ეს ერთადერთი გზაა", — აცხადებს როტერდამის მერიის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ხიდის დაშლის ხარჯებს Amazon-ის დამფუძნებელი დაფარავს.
ამის მიუხედავად, გადაწყვეტილებამ ნიდერლანდებში ზოგიერთი მოქალაქე გააღიზიანა, რადგან 2017 წელს, ხიდის მასშტაბური განახლების შემდეგ, ქალაქის საბჭომ პირობა დადო, რომ ნაგებობა აღარასდროს დაიშლებოდა.
ამ რეაქციის საპასუხოდ როტერდამის მერიამ ხომალდის ასაგებად გამოყოფილი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ქალაქის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ ხიდი ძველებურ ფორმას დაუბრუნდება.
ნიდერლანდური მედიის ცნობით, 40 მეტრი სიმაღლის მქონე გემისთვის გზის დასათმობად ხიდის ფოლადით აგებული შუა ნაწილი დაიშლება. ამ პროცესს, რომელიც ზაფხულისთვის იგეგმება, რამდენიმე კვირა დასჭირდება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები