ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ალექსანდრე ბარამიძის ევროპის ადამიანის უფლებათა საამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ბარამიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოადგილეა, წულუკიანი კი იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული კანდიდატურა დაასახელა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განმარტებით, ბარამიძის კანდიდატად წარდგენა ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა:

"ინტერესეთა კონფლიქტი არ იყო, რადგან იუსტიციის მინისტრს ერთი ხმა აქვს და ყველა სხვა დანარჩენსაც ერთი ხმა აქვს".

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი წარუდგინა. დასახელებული ხუთი კანდიდატიდან მთავრობამ სამი უნდა შეარჩიოს. საბოლოო კანდიდატს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.

დასახელებული კანდიდატები არიან:

  • ევა გოცირიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2013 წლის ივნისში დაამტკიცა პარლამენტმა. მის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას.
  • ანა დოლიძე - თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2015 წლის მაისიდან.
  • გიორგი ბადაშვილი - საქართველოს მთავარი პროკურორი 2014-2015 წლებში.
  • ნანა მჭედლიძე - ევროსაბჭოს ექსპერტი, იურისტი.
  • ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2012 წლის ოქრომბრიდან.