მალე ვარსკვლავების გარდერობს ბალენსიაგას კიდევ ერთი ფეხსაცმელი დაამშვენებს. მოდის სახლმა, რომლის კრეატიული დირექტორიც დემნა გვასალიაა, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ნივთების გაყიდვა დაიწყო და სიაში პირველი ე.წ. "კოსმოსური ფეხსაცმელია"(Space Shoe).

თუ კოსმოსისა და მოდის ერთდროულად დაპყრობა გინდათ, ბალენსიაგას ახალი შავი ფეხსაცმელი, რომელიც შუასაუკუნეების ეპოქასაც მოგაგონებთ, ნამდვილი მისწრებაა. ამ ეტაპზე რეზინისგან დამზადებული ფეხსაცმლის მქრქალი და პრიალა მოდელების წინასწარ შეკვეთაა შესაძლებელი.

ფეხსაცმლის ღირებულება $875-ია. ის ჯერჯერობით მხოლოდ შავ ფერშია ხელმისაწვდომი, თუმცა რადგანაც კოლექციაში წითელი მოდელიც ვიხილეთ, სავარაუდოდ, მსურველებს მალე მისი შეძენაც შეეძლებათ.