იანვარში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მიერ 177 072 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 424,4%-ით, ხოლო 2020 წლის იანვართან შედარებით შემცირებულია 66,2%-ით.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. თურქეთი — 31 775 ვიზიტი;
  2. რუსეთი — 28 381 ვიზიტი;
  3. საქართველო (არარეზიდენტი) — 22 119 ვიზიტი;
  4. სომხეთი — 19 606 ვიზიტი;
  5. უკრაინა — 12 31 ვიზიტი;
  6. ისრაელი — 8 240 ვიზიტი;
  7. აზერბაიჯანი — 7 221 ვიზიტი;
  8. ყაზახეთი — 4 552 ვიზიტი;
  9. საუდის არაბეთი — 4 439 ვიზიტი;
  10. ირანი — 4 083 ვიზიტი;
  11. ბელარუსი — 3 678 ვიზიტი;
  12. უზბეკეთი — 3 339 ვიზიტი;
  13. ფილიპინები — 2 026 ვიზიტი;
  14. ინდოეთი — 1 927 ვიზიტი;
  15. პოლონეთი — 1 849 ვიზიტი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში ვიზიტორთა 50% საჰაერო გზით, 49% — სახმელეთო საზღვრებიდან, ხოლო 1% სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოვიდა.

2021 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 1 721 242 ვიზიტი განახორციელეს, რაც 2020 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით 13,7%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 77,7%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,24 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო — ეს ნიშნავს იმას, რომ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, შემოსავლების 38%-ია აღდგენილი.