ქართველი რეჟისორის, მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, სახელად მიტოვებული სოფელი ამჯერად კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინანტია. მიტოვებული სოფელი საუკეთესო ანიმაციური ფილმის ტიტულისთვის იბრძვის. გამარჯვებულის ვინაობა 3 თებერვალს გახდება ცნობილი.

ქართულ ანიმაციურ ფილმს მსოფლიო უკვე კარგად იცნობს. ის 3 კონტინენტსა და 15-ზე მეტ ქვეყანაშია ნაჩვენები. ცოტა ხნის წინ კი ნამუშევარმა კანადაში, ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა. მიტოვებული სოფლის დამდგმელი მხატვარი ირაკლი ტოკლიკიშვილია.

მიტოვებული სოფელი მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციური ფილმია, რომელიც კინოსტუდია კვალი XXI-ის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქართული ფილმი — აფხაზეთის მხარდაჭერით შეიქმნა. ანიმაციური ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია.

მიტოვებული სოფლის პრემიერა 2020 წელს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ანიმაციურმა ფილმმა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო და სიგელიც მიიღო. მიტოვებული სოფელი იაპონიაში ტოკიოსა და ნაგანოს ხელოვნების მუზემშიც აჩვენეს, სადაც ის 24 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ანიმაციურმა ფილმი საფრანგეთშიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მიტოვებული სოფლის ფრანგული პრემიერა ანესის ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობით შედგა. გამორჩეულია პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მონაწილეობაც, სადაც ნამუშევარმა მაყურებლისა და ჟიურის პრიზები.

მიტოვებული სოფელი ჩეხეთში, ლიბერეცში გამართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის, ANIFILM-ის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა. ანიმაციურმა ფილმმა ჯილდო არანარატიული და აბსტრაქტული ფილმების კატეგორიაში მოიპოვა. მიტოვებულმა სოფელმა ბულგარეთში World Festival of Animated Film-ის კრიტიკოსები ჯილდოც დაიმსახურა.

2021 წლის ბოლოს ანიმაციამ სარდინიის კინოფესტივალზე მანფრედო მანფრედის პრიზი ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი, რომელიც დაგაფიქრებს" მოიპოვა.

ამავე თემაზე: