Killing Eve-ს ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოვიდა, რომელიც ბოლო სეზონში კიდევ უფრო მეტ მკვლელობას გვპირდება. სერიალი ტელეეკრანებზე თვის ბოლოს დაბრუნდება, რომელშიც სანდრა ო და ჯოდი კომერი ევასა და ვილანელის როლებს კიდევ ერთხელ მოირგებენ.

ტრეილერში ადილ ახტარსა და კამილ კოტინს ვხედავთ, რომლებიც ფინალურ სეზონში მიიღებენ მონაწილეობას. ცნობილია ბოლო სეზონის გამოსვლის თარიღიც და მაყურებელი Killing Eve-ის ორ ახალ სერიას 27 თებერვალს იხილავს.

Deadline-ს მიხედვით, მეოთხე სეზონში ევას, ვილანელს და კეროლინს წინა სეზონებისგან განსხვავებულ სიტუაციაში ვიხილავთ. მეოთხე სეზონში ევა შურისძიებას გეგმავს, ხოლო კეროლინი ორგანიზაცია The Twelve-ის დევნას განაგრძობს. შოუს პროდიუსერები სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"Killing Eve ჩემთვის არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყო, რომლისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები. მადლობა შოუს გულშემატკივრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ. ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა და ჩვენი მიზანია, შოუს ბოლო სეზონი დასამახსოვრებელი გავხადოთ", — განაცხადა ჯუდი კომერმა.