ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთმა ვერ შეძლო შესაბამისი ზომების გატარება 2004 წლის ბესლანის ტერაქტის შედეგების ასაცილებლად.

სასამართლომ ასევე გააკრიტიკა ამ საქმეზე მომუშავე მოსკოვის საგამოძიებო სამსახურები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2004 წლის პირველ სექტემბერს, ჩეჩენმა ბოევიკებმა ბესლანის სკოლაში 1 100 ადამიანზე მეტი მძევლად აიყვანეს. ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ.

რუსეთის ჯარმა 3 სექტემბერს სკოლა შტურმით აიღო, რა დროსაც 385 ადამიანი დაიღუპა. მათგან 186 ბავშვი იყო.

გადარჩენილების თქმით, რუსეთის ჯარმა გადამეტებული ძალა გამოიყენა. დაღუპულების ნათესავები ამბობდნენ, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, ვლადიმერ პუტინმა, ყურადღება არ მიაქცია სადაზვერვო ინფორმაცია მძევლების არსებობის შესახებ და კრიზისს შესაბამისად ვერ გაუმკლავდა.

ტერაქტის შედეგად არსებული უდიდესი მსხვერპლის გამო პასუხი არ უგია არცერთ რუს მაღალჩინოსანს.