ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსზე გამარაჯვების გამოცხადება ნაადრევია, ვინაიდან ეს ვირუსი საშიშია და განაგრძობს განვითარებას.

"დანებება ან გამარჯვების გამოცხადება ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია. ეს ვირუსი საშიშია და განაგრძობს ჩვენს თვალწინ განვითარებას", — თქვა მან.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ომიკრონის შტამის პირველი გამოვლინდა, ინფიცირების 90 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

"ვწუხვართ ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული ნარატივის გამო იმის შესახებ, რომ ვაქცინისა და ომიკრონის მაღალი გადაცემისა და ნაკლები სიმძიმის გამო გადაცემის პრევენცია შესაძლებელი და საჭირო აღარ არის", — განაცხადა WHO-ს დირექტორმა.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ლოქდაუნის შემსუბუქება დაიწყო. ფინეთი Covid-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამ თვეში მოხსნის.