შეილა აბდუს-სალამი, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მდინარე ჰადსონში გარდაცვლილი იპოვეს. ის პირველი აფრო-ამერიკელი და მუსლიმი ქალი მოსამართლე იყო ამ პოზიციაზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისი გვამი ოთხშაბათს, შუადღისას აღმოაჩინეს. პოლიცია იძიებს, თუ როგორ აღმოჩნდა 65 წლის მოსამართლე მდინარეში და რა დროის განმავლობაში იყო ის გაუჩინარებული.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის ჩაცმული იყო და სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მათი თქმით, კრიმინალის სავარაუდო ნიშნები ჯერჯერობით აღმოჩენილი არაა.

მოსამართლე მისმა ქმარმა ამოიცნო.