დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 10 732, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 85 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 61 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 255 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28,41%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 21,96% ხოლო 7 დღის მანძილზე — 24,96%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს1 200 124-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს 15 016 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 11 800;
  • აჭარა — 2 204;
  • იმერეთი — 3 134;
  • ქვემო ქართლი — 1 199;
  • შიდა ქართლი — 1 461;
  • გურია — 473;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 628;
  • კახეთი — 1 059;
  • მცხეთა-მთიანეთი — 683;
  • სამცხე-ჯავახეთი — 471;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც, 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 048, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 263, ხოლო 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, დღემდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: