გავრცელებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ ცნობილი მომღერალი რიანა ორსულადაა და მალე პირველი შვილი შეეძინება. ბავშვის მამა რეპერი A$AP Rocky-ია, რომელსაც რიანა უკვე 2 წელია ხვდება.

წყვილმა გასულ შაბათ-კვირას ნიუ-იორკში გადაიღო ფოტოები, რომლითაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ ამცნო. ფოტოებში ვხედავთ, რომ რიანას დიდი ზომის ქურთუკი აცვია, რომელშიც ორსულმა მომღერალმა მუცელი გამოაჩინა.

გასული წლის მაისში A$AP Rocky-მ GQ-თან ინტერვიუში რიანას შესახებ ისაუბრა და მომღერალს "ცხოვრების სიყვარული" უწოდა. ხოლო ურთიერთობის შესახებ განაცხადა, რომ საუკეთესო განცდაა, როცა "ის ერთადერთი" უკვე ნაპოვნი გყავს. "ვფიქრობ, რომ საოცარი მამა ვიქნები", — განაცხადა რეპერმა და თან დასძინა, რომ ოჯახის შექმნისთვის მზად არის.

ფოტო: Shutterstock

წყვილმა მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო. მანამდე კი რიანა მილიარდერ ჰასან ჯამილს ხვდებოდა, რომელსაც 2020 წლის იანვარში დაშორდა. 2020 წლის ივნისიდან კი რიანა უკვე A$AP Rocky-თან ერთად ბევრ ინტერვიუში გამოჩნდა და მათი ურთიერთობის შესახებ საუბარი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

2020 წელს Vogue-თან ინტერვიუში რიანამ განაცხადა, რომ ცხოვრების შეცვლას სურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში აპირებს, რომ სამი ან ოთხში შვილი ჰყავდეს, თუნდაც პარტნიორთან ერთად არ ცხოვრობდეს.

"საზოგადოებისგან დიდ წნეხს ვგრძნობ, რომელიც დედის როლს აკნინებს და ამბობს, რომ ბავშვის ცხოვრებაში მამაა მნიშვნელოვანი. მე კი ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა. ხოლო ერთადერთი რამ, რაც შვილის აღზრდაში გვეხმარება, სიყვარულია", — განაცხადა რიანამ.