ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს გასაზიარებელი.

"ნათლად, ძალიან რთული სიტუაციაა საქართველოსთვის. საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთის შემოჭრა, რუსული აგრესია და მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველო ნამდვილად არ იღებს იმ გარანტიებს, რამაც NATO-ს წევრობა შეიძლება უზრუნველყოს. მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერდეს პრინციპებს იმისა, რომ ძალის გამოყენების საფრთხე არ იყოს გამოყენებული, რათა მოხდეს დიქტატი სუვერენული ქვეყნის მიმართ.

მანამდე მითქვამს, რომ გაოცებული ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრ პოზიციას არ იკავებდა თავისი უახლოესი პარტნიორის, უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს გასაზიარებელი, რომ საქართველო უჭერდეს მხარს პრინციპებს იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის არჩევნის საშუალება გააჩნდეს და რუსეთს გაუგზავნოს გზავნილი, რომ იგი არ მიიღებს ასეთი ტიპის იძულებას, ბულინგს რუსეთის მხრიდან იმის დამუქრებით, რომ მოხდება შეჭრა და დაპყრობა სუვერენული ქვეყნის", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში [ფორმულას თარგმანი].

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება.

გაიგე მეტი: