პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებამ სამედიცინო კანაფი დათესა. როგორც პარტიაში ამბობენ, ეს თესლები არ შეიცავს არცერთ ნარკოტიკულ საშუალებას და გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით.

"პროექტი გვაქვს, რომლის მიზანიც არის CBD-სგან, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი, მთელი ციკლის რეალიზება. ესაა — დათესვა, კულტივიზაცია, გაზრდა", — ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა, რომ ეტაპობრივად საზოგადოებას აჩვენებენ, როგორ იზრება დათესილი კანაფი. მისი განმარტებით, სამხარაულში გაგზავნიან ნიმუშს და დაელოდებიან დასკვნას, რომ ის არ შეიცავს არავითარ ნარკოტიკულ საშუალებას.

26 იანვარს ჯაფარიძე Facebook-ზე წერდა, ქუთაისის აეროპორტის გავლით, კანაბიდიოლის შემცველი ზეთი შემოიტანა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ საქმე აღძრან, რათა გაარკვიოს, რას ედავებით ხოლმე ადამიანებს. ის მაშინვე ამბობდა, რომ CBD, იგივე კანაბიდიოლი, ნივთიერებაა, რომელსაც მცენარე კანაფი შეიცავს.