ცოტა ხნის წინ გერმანულმა პორნოსაიტმა, სახელად Ersties, ტიკტოკზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა პირობებს სთავაზობენ პორნოს პოტენციურ მონაწილეებს, სანამ ისინი გადაღებებს დათანხმდებიან.

"პროცესი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია, რომ ორი 30-წუთიანი სცენა გადავიღოთ და მათ შორის ხანმოკლე შესვენება გამოვაცხადოთ. თუ ერთსაათიანი ვიდეოს გადაღება გირჩევნიათ, ესეც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რომ შესვენება მოითხოვოთ, ეს თქვენი უფლებაა", — ამბობს პორნოს რეჟისორი ტიკტოკზე გავრცელებულ ვიდეოში.

@erstiesofficial BTS of our “ToyBoy” themed shoot from last year! #accounting #spicyaccounting #cornstar ♬ Toxic x Pony - ALTÉGO

Ersties 2009 წელს შეიქმნა და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პორნოს ქალები ქალებისთვის ქმნიან. საიტის შემქმნელები ამაყობენ იმ ფაქტით, რომ დადგმული პორნოსგან განსხვავებით, ისინი "ნამდვილ სექსს" აჩვენებენ და მასში რეალური ადამიანები მონაწილეობენ. გადაღების წინ მონაწილეები თანხმობის მიცემამდე რეჟისორთან საუბრობენ და სწორედ ეს არის ასახული ტიკტოკის ვიდეოშიც.

"რეჟისორი ყველას გვეკითხება, რა მოგვწონს და სად გადის ჩვენთვის წითელი ხაზები. არასდროს მიგრძნია, რომ რაღაცის გაკეთებას მაიძულებენ'', — ამბობს Ersties-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი.

"ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ პორნოს მონაწილეების სურვილებსა და შიშებზე საუბარს, ასევე ვპასუხობთ ყველა იმ კითხვას, რომელიც გადაღებების პროცესს უკავშირდება", — ამბობს პორნოს რეჟისორი დიალოგის საჭიროების შესახებ.

@erstiesofficial We love behind the scenes but sorry, we’re not very good at tiktok yet! #behindthescenes #filming #tiktokstars #girlsjustwannahavefun #cornshoot ♬ original sound - erstiesofficial

მოკლე პორნოებისთვის, რომლებშიც 2 ადამიანი მონაწილეობს და რომლის გადაღებაც რამდენიმე საათი გრძელდება, მონაწილეებს 1200 დოლარს უხდიან. ხოლო უფრო გრძელ ვიდეოებში, რომლებშიც ოთხი ან მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ანაზღაურება 1600 დოლარია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თუ მონაწილე ვიდეოს გადაღების შეწყვეტას მოითხოვს, ის ანაზღაურებას მაინც მიიღებს.

Ersties-ს ერთ-ერთი მოდელის თქმით, რომელსაც სხვა პორნოსაიტებისთვისაც უმუშავია, თუ გადაღებაში მარტო მონაწილეობდა, ხანგრძლივობის მიუხედავად, მას თითო პორნოში 500 დოლარს უხდიდნენ, ხოლო თუ პარტნიორთან ერთად იღებდნენ, მაშინ 1000 დოლარს.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაოა, რაც კი ოდესმე მქონია. პატივისცემასა და დაფასებას ყოველთვის ვგრძნობ", — ამბობს Ersties-ს ერთ-ერთი პორნოვარსკვლავი.