ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს იგეგმება წამლის ლაბორატორიის შექმნა, რათა წამლის ხარისხი აკონტროლონ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამისათვის ბიუჯეტიდან თანხა 6 მილიონ ლარამდე უკვე არის გამოყოფილი და დაწყებულია პროცესი ლაბორატორიის მოსაწყობად.