კობახიძე: რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის იჯარით გადაეცამაზე ამბობს, რომ ეს "რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა".
"რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე. ეს არის მოკლედ დეტალებთან დაკავშირებით და აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ რაღაც თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ", — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში 5 958 კვ.მ ტყე იჯარით გადაეცა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაკურიანში მდებარე ტყის ნაწილი ღარიბაშვილის ოჯახს 49 წლის ვადით აქვს გადაცემული.
TV პირველის ინფორმაციით, სატყეო სააგენტოსა და ნუნუ თამაზაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი ტყის ნაწილის ფლობის სანაცვლოდ ყოველწლიურად 6 255,9 ლარს გადაიხდის.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საჯარო რეესტრს თამაზაშვილისთვის ბაკურიანში არსებული ტყის 5 958 კვ.მ-ის ფართობის გადაცემის თხოვნით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა — რეესტრმა განცხადება ორ საათში, 18:37 საათზე დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი დაბა ბაკურიანში სახლს იშენებს. პრემიერმინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა 2019 წელს ბაკურიანში 1 530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 76 500 დოლარი გადაიხადა. დეკლარაციაში ისიც წერია, რომ ღარიბაშვილის ოჯახმა 2020 წელს სახლის მშენებლობისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოებისთვის 40 484 ლარი დახარჯა.
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები