ერდოღანი: 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ უნდა აღვადგინოთ სიკვდილით დასჯა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ მისი ხელისუფლება მიმდინარე წლის 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ პარლამენტში შეიტანს საკონსტიტუციო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება. აღნიშნულ ცვლილებას სწორედ კონსტიტუციის შესწორება სჭირდება.
"16 აპრილის შემდეგ, უფლის ნებით, კანონპროექტი შევა პარლამენტში და თუ მას დაამტკიცებენ, მე ხელს მოვაწერ," - ერზერუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე თქვა ერდოღანმა. 16 აპრილს თურქეთში რეფერენდუმი იმართება, რომლის შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება პრეზიდენტის ძალაუფლება და თურქეთი საპრეზიდენტო ქვეყანა ხდება.
Hurriyet Daily News-ის ცნობით, თურქეთში სიკვდილით დასჯა 1984 წლიდან არ მოქმედებდა, თუმცა საბოლოოდ ის 2004 წელს აიკრძალა, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი დაბრკოლება. თუმცა, რადგან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება გაჭიანურდა რიგი მიზეზების გამო, ერდოღანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროპამ დანაპირები არ შეასრულა და ამიერიდან ისე მოქმედებას აპირებს, როგორც ამას თავად მიიჩნევს საჭიროდ.
როგორც ერდოღანმა თქვა, სიკვდილით დასჯის აღდგენას ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პრემიერმინისტრი, ბინალი ილდირიმიც ეთანხმება. მისივე თქმით, თუ პარლამენტი არ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს, ის რეფერენდუმს დანიშნავს, რათა "ხალხმა გადაწყვიტოს."
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე საუბარი ხელისუფლებამ 2016 წლის 15 აპრილის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. ამ დღის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააპატიმრა და სამსახურიდან გაათავისუფლა. ე.წ. წმენდაში მოყოლილთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მოსამართლეები, პროკურორები, სამხედროები, მასწავლებლები, პოლიციელები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან არის შემჩნეული.
თურქეთის ხელისუფლება სწორედ ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გიულენს ადანაშაულებს გადატრიალების მცდელობაში და მის ორგანიზაციას ტერორისტულს უწოდებს.
თურქეთის ოპოზიციურ ძალებსა და დასავლელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა იყენებს ძალაუფლების უზურპაციისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
კომენტარები