რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ ყოფილ საელჩოსთან აქციის შემდეგ რუსეთმა საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.

"შეშფოთებით მივიღეთ მომხდარი. 26 იანვარს საქართველოს ოპოზიციამ გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან ძალიან ახლოს. მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სექციაში შუქი გამოირთო, ისევე, როგორც სარეზერვო ელექტრომიწოდება. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა ნოტა საქართველოს მთავრობის მიერ ვენის კონვენციისა და დიპლომატიური ურთიერთობების 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის დაცვის შესახებ.

ასეთივე სიგნალები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას. ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სექციაში სრულად აღდგა და მივიჩნევთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნება ყველა საჭირო ნაბიჯი ასეთი ინციდენტების არდასაშვებად", — აღნიშნავს ის.

26 იანვარს ევროპულმა საქართველომ მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად აქცია გამართა. რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი კლიპი გავიდა.