ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ზაალიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში ტყე აუქციონის წესით გადაეცა.

"რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა — ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!", — აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში 5 958 კვ.მ ტყე იჯარით გადაეცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაკურიანში მდებარე ტყის ნაწილი ღარიბაშვილის ოჯახს 49 წლის ვადით აქვს გადაცემული.