ინგლისსა და უელსში 30 წელს მიღწეული ქალების 50%-ს შვილი არ გაუჩენია
ინგლისსა და უელსში 1990 წელს დაბადებული ქალების 50.1%-მა 30 წელს შვილის გაჩენის გარეშე გადააბიჯა. ამის შესახებ კვლევის შედეგები სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ წარადგინა. მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია — 1971 წელს იმ ქალების რიცხვი, რომელმაც 30 წლამდე შვილი არ გააჩინეს, 18%-ს შეადგენდა.
ბოლო მონაცემებმა ისიც აჩვენა, რომ ოჯახებს საშუალოდ 2 შვილი ჰყავთ, აგრეთვე, უფრო და უფრო იზრდება ერთშვილიანი ოჯახებისა და იმ ქალების რიცხვი, რომლებიც შვილს საერთოდ არ აჩენენ.
"ვხედავთ, რომ ქალები შვილებს სულ უფრო გვიან აჩენენ. 1990 წელს დაბადებული ქალები პირველ თაობას მიეკუთვნებიან, რომელთა ნახევარიც 30 წლის იუბილეს შვილის გარეშე შეხვდა", — აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში.
ექსპერტების თქმით, ქალების არჩევანი, რომ შვილები 30 წლის ასაკში ან უფრო გვიან იყოლიონ, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორისაცაა დასაქმებული ქალების რაოდენობის გაზრდა, შვილის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდა და ა.შ.
"ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეინიშნება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ქალები შვილებს წინა თაობასთან შედარებით უფრო გვიან აჩენენ, უფრო ნაკლები შვილის ყოლა უნდათ ან შვილის ყოლა საერთოდ არ უნდათ. ეს სოციალური, პროფესიული და ფინანსური მიზეზებითაა განპირობებული. ის, თუ როდის იყოლიო შვილი, პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ყველამ ისევე უნდა სცეს პატივი, როგორც შვილების არყოლის გადაწყვეტილებას", — ამბობს გინეკოლოგი ჯო მაუნტფილდი The Guardian-თან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს შვილების გაჩენაზე უარს კლიმატური ცვლილებების გამო. მაგალითად, 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნებული იმ კვლევის შედეგები, რომელშიც 27-დან 45 წლამდე 600 ადამიანი იყო ჩართული, მიუთითებს, რომ მონაწილეთა 96 პროცენტი კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგების გამო შვილის გაჩენაზე დარდობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეუქცევადი პროცესები უკვე დაწყებულია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები