გაუგებარი აბდაუბდა — მეცნიერები ჯორდან პიტერსონს კლიმატის ცვლილების მოდელირებაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ
კლიმატის ცვლილების მკვლევრები ცნობილ კანადელ ფსიქოლოგსა და ავტორს, ჯორდან პიტერსონს, აკრიტიკებენ. Spotify-ის ყველაზე პოპულარულ პოდკასტში, რომელსაც ჯო როგანი უძღვება, პიტერსონთან ოთხსაათიანი ინტერვიუ შედგა. ავტორი, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებში არაპროფესიონალია, ამტკიცებს, რომ კლიმატის მომავლის წინასწარმეტყველებისთვის გამოყენებული მოდელირება არასანდოა.
პიტერსონმა როგანს განუცხადა, რომ კლიმატი კომპლექსური თემაა და ამიტომ მისი ცვლილების ზუსტი მოდელირება შეუძლებელია.
"რაც უფრო წელავ მოდელს დროში, მით უფრო იზრდება შეცდომები", — ამტკიცებს პიტერსონი, — "ამიტომ, შეიძლება ერთი კვირის, სამი კვირის, ერთი თვის ან ერთი წლის შემდგომ მომხდარი იწინასწარმეტყველო, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიხარ, შენი მოდელი რეალობას მით მეტადაა აცდენილი".
პიტერსონი ასევე დასძენს, რომ თუკი კლიმატი "ყველაფრის შესახებ" არის, მაშინ "შენი მოდელები შეუსაბამოა", რადგან ისინი ყველაფერს არ მოიცავენ.
თუმცა, კლიმატის ცვლილების მკვლევრები აცხადებენ, რომ პიტერსონის გაკეთებული განცხადებები "გასაოცარი უმეცრებაა". მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მან კლიმატის ცვლილების მოდელირების არსი საერთოდ ვერ გაიგო.
კანბერაში ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი სარა პერკინს-კირკპატრიკი, ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების მოდელირების პიტერსონისეული დახასიათება არსებითად მცდარია. მართალია, ამინდის წინასწარმეტყველება შორეულ მომავალში უფრო რთულია, თუმცა, კლიმატის ცვლილების მოდელირებისას სხვაგვარი მიდგომა გამოიყენება.
"როგორც ჩანს, ჰგონია, რომ კლიმატის მომავლის მოდელირებაც იმგვარად ხდება, როგორც ამინდის პროგნოზი", — ამბობს პერკინს-კირკპატრიკი, — "ჭკვიანი ჩანს, თუმცა, ცდება. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ".
ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი, სტივ შერვუდი, აცხადებს, რომ "პიტერსონი დიდი ხნის წინანდელ და გავრცელებულ შეცდომას უშვებს, როცა ამინდს კლიმატთან აიგივებს".
"ნებისმიერი, ვისაც კი კლიმატის ან ატმოსფერული მეცნიერების შესავალი კურსი გაუვლია, ამ შეცდომას შეამჩნევდა" — დასძენს შერვუდი, — "ამინდის რამდენიმე კვირის შემდგომი პროგნოზი ნამდვილად უსარგებლოა, მაგრამ კლიმატის შემთხვევაში ცვლილების მოდელირება განსხვავებულად ხდება, რათა დადგინდეს, რა გავლენას მოახდენს კლიმატზე სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ნახშირორჟანგის მომატებული დონე.
"პიტერსონის არგუმენტი, დაახლოებით, ისე ჟღერს, რომ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ადუღდება თუ არა წყლით სავსე ჩაიდანი ცეცხლზე, რადგან წინასწარ განვსაზღვრავთ მოდელირებას გამოსაყენებელ ცვლადებს და აირის ყოველი ბუშტის პროგნოზს ვერ შევძლებთ".
შერვუდი იმასაც დასძენს, რომ თერმოდინამიკის კანონები და ზოგადი გამოთვლებიც კმარა, რათა მეცნიერებმა დამაჯერებელი პროგნოზი გააკეთონ.
პიტერსონის განცხადებებს გამოეხმაურა მონეშის უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტიან ჯეიკობიც.
"ადამიანებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ, თუმცა, მეცნიერება და კლიმატის ცვლილების მოდელირება მოსაზრებებს არ ეფუძნება", — ამბობს ჯეიკობი, — "თუკი კარგად არ იცი, რა როგორ ხდება, სჯობს, ამაზე დიდი პლატფორმიდან არ გააკეთო განცხადებები".
პენ-სტეიტის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მანი კი მიიჩნევს, რომ პიტერსონის განცხადებები და როგანის რეაქცია მათზე "ნიჰილიზმის ლამის კომედიური სახეა" და სასაცილო იქნებოდა, საშიში რომ არ იყოს. მანის თქმით, პიტერსონის ლაპარაკმა დაამტკიცა, რომ "მას მეცნიერების არაფერი გაეგება", რადგან ასეთივე წარმატებით შეიძლება ხაზი გადაესვას ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და "მეცნიერების ყველა სხვა სფეროს, სადაც კონცეპტუალური მოდელები გამოიყენება".
"მეცნიერების ყველა დიდი აღმოჩენა — მათ შორის ფიზიკის ის აღმოჩენაც, რომელმაც პიტერსონსა და როგანს ამ აბსურდული საუბრის ჩაწერისა და გადაცემის შესაძლებლობა მისცა — სწორედ მსგავსი პროცესის შედეგად მიიღწა".
მინესოტაში წმინდა თომას უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ აბრაამი კი პოდკასტს "კლიმატის საკითხებში გაურკვეველი ადამიანების გაუგებარ აბდაუბდას" უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯო როგანის პირველი პოდკასტი არ არის, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ცნობილმა კანადელმა მომღერალმა, ნილ იანგმა, Spotify-დან თავისი მუსიკის წაშლა მოითხოვა, რადგან მუსიკოსის თქმით, არ სურდა, თავისი შემოქმედება და პოდკასტერის "გავრცელებული დეზინფორმაცია" ერთ პლატფორმაზე ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ როგანის ერთ-ერთ პოდკასტში სტუმარი ამტკიცებდა, "საავადმყოფოები გარდაცვლილების სიკვდილის მიზეზად კორონავირუსის დასახელებისთვის ფულს იღებენ", ხოლო "მსოფლიო ლიდერებმა საზოგადოება ვაქცინაციის მხარდასაჭერად დააჰიპნოზეს".
"შეუძლიათ ან როგანი ჰყავდეთ, ან იანგი. ორივე ვერ გამოვა", — განაცხადა მუსიკოსმა.
Spotify-მ 2020 წელს როგანს $100 მილიონი გადაუხადა, რათა პოდკასტი ექსკლუზიურად მის პლატფორმაზე განთავსებულიყო. პოდკასტს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და ავსტრალიის ჩარტებში ლიდერობს, 381 მილიონი მსმენელი და 172 მილიონი გამომწერი ჰყავს.
წლის დასაწყისში სხვადასხვა სფეროს 270-მა ექსპერტმა Spotify-ის მისწერა და "პლატფორმაზე დეზინფორმაციის სამართავად ღია და საჯარო პოლიტიკის" გატარება მოითხოვა. ეს მოთხოვნა უმეტესად სწორედ ჯო როგანის პოდკასტს და პანდემიის პერიოდში მისი საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხებოდა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა კლიმატის ცვლილებაზე.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები