ობმუდსმენის ცნობით, ექსპერტიზის ბიუროში პანდუსი არ იყო, შშმ პირს განცხადება ქუჩაში დააწერინეს
სახლხო დამცველის განცხადებით, პირი ცნობის აღების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ფილიალს ეწვია, თუმცა, შენობაში შესვლა ვერ შეძლო, ვინაიდან, პანდუსი მოწყობილი არ არის. ომბუდსმენის ცნობით, მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არსებული ბარიერის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს აცნობა, ბიუროს თანამშრომელმა მას ქუჩაში გაუტანა ცარიელი ფურცელი და მოკლედ დააწერინა განცხადების ტექსტი.
"სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა დაადასტურა, რომ შენობა არ არის აღჭურვილი ეტლით მოსარგებლეთათვის საჭირო საშუალებებით.
აქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ოფისების უმრავლესობა აღიჭურვა პანდუსებით; ასევე, დაგეგმილია გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების გადატანა სხვა შენობაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული", — აღნიშნავს ობმუდსმენი.
მათი განცხადებით, სამხარაულის ბიუროს უფროსს ზოგადი წინადადებით მიმართეს და მოუწოდეს, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს როგორც ბიუროს შენობების ადაპტირება, ასევე ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.
"ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, რომ რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას გამართლება არ აქვს.
გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამომავლოდ სხვა შენობაში გადატანა, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამამართლებელ ფაქტორად, რამდენადაც, სამომავლო ქმედება ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევას", — ვკითხულობთ განცხადებაშ.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებმა კარგად გაითავისონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რასაც მათ რეგიონალური თუ საერთაშორისო კანონმდებლობა აკისრებთ და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ იმისთვის, რომ შეძლონ შეთავაზებული სერვისისა თუ მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირება, სტანდარტების სრული დაცვით, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან სერვისებითა და მომსახურებებით სხვებთან თანასწორად სარგებლობას.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები