მუსიკალური ღონისძიებებისა და ჯგუფ OneRepublic-ის მოყვარულებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Black Sea Arena 2-წლიანი პაუზის შემდეგ OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ფეისბუქზე ავრცელებს.

კონცერტი 2022 წლის 28 მაისსაა დაგეგმილი და ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე 28 იანვარს, 18:00 საათიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ OneRepublic-ის კონცერტი 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო კონცერტი სხვა ღონისძიებებთან ერთად გადაიდო.

მუსიკალური ჯგუფი OneRepublic 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ჯგუფის გამორჩეულ ჰიტებს შორისაა სიმღერები Counting Stars, If I Lose Myself და ა.შ.