საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია თელასი სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკი მიზეზად კომპანიის მიერ მათი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას ასახელებს.

"კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა თელასს დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. თელასს განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.