თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო. მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ "უკანონო ნაგებობების" დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც მოქალაქეები ტელევიზიებთან კომენტარში ამბობენ, დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ ის ამის შესახებ გაფრთხილებული არ იყო.

"პირადად მე არ ვყოფილვარ გაფრთხილებული, მაგრამ გვერდზე, ჩემ გარდა 4 სახლი დაანგრიეს, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ უნდა მოსულიყვნენ, დემონტაჟი გაეკეთებინათ, მაგრამ ეს მოხდა დილით ადრე", — თქვა მან ფორმულას ეთერში.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, დაჰპირდნენ, რომ ადგილზე გამგებელი მივა და მათ გაესაუბრება.