ზოგიერთი ოპოზიციონერი შინაარსის ნაცვლად, მხოლოდ ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული — პაპუაშვილი რეზოლუციაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაშიც საკუთარ დღის წესრიგს ხედავს. მისი თქმით, ოპოზიცია შინაარსის ნაცვლად, ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული.
"უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მიღწეული და სწორედ ამის მცდელობა იყო, როცა ფრაქციებს ჰქონდათ ერთმანეთთან კონსულტაცია, თუმცა, სამწუხაროდ, იცით, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა.
ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და ასეთ რეზოლუციებშიც უფრო მეტად ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს", — აღნიშნა მან.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს. დღეს დილიდან დეპუტატები რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ საკუთარი ვერსია შესთავაზა და განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესვენების დროს "ოცნების" დეპუტატებმა გადაწყვიტეს ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ თანაავტორობაზე უარი თქვა.
კერძოდ, იმ ვერსიაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, რუსეთი ნახსენები არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები