შეყვარებული წყვილები ერთმანეთს რომანტიკული საჩუქრებით, სიურპრიზებითა თუ სხვა ქმედებებით ხშირად ანებივრებენ. რა თქმა უნდა, მათ არც ცნობილი ადამიანები ჩამორჩებიან, რომელთაც ხშირად სხვებთან შედარებით უკეთესი ფანტაზია თუ არა, მეტი ფული მაინც აქვთ.

შეყვარებული ვარსკვლავები ხანდახან მხოლოდ ძვირადღირებულ საჩუქრებს არ სჯერდებიან და უფრო ორიგინალურ, დაუვიწყარ თუ უცნაურ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. მათ შორის 8 გამორჩეულს წარმოგდგენთ:

1. რიჩარდ კოლსონ ბეიკერმა მეგან ფოქსს ისეთი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა, რომელიც მოხსნისას თითს ატკენდა

"ბეჭდის იდეა ის არის, რომ მისი ორი დაშორებული ნაწილი მაგნიტის მეშვეობით ერთიანდება და გულის ფორმა ქმნის. ზოლები კი, რომლებიც ბეჭდის უკანა მხარეს ჩანს, სინამდვილეში ეკლებია. თუ მეგანი ბეჭდის მოხსნას გადაწყვეტს, ეს მტკივნეული იქნება", — განაცხადა ბეიკერმა.

2. პიტ დევიდსონმა არიანა გრანდესთან რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ მის საპატივცემულოდ ორი ტატუ დაიხატა

როგორც ჩანს, ტატუს გაკეთებამდე ზოგს ბევრი ფიქრი სულაც არ სჭირდება.

3. არიანა გრანდემ კი საპასუხოდ პიტ დევიდსონის სახელი სიმღერას დაარქვა

ტატუს მოშორება შეიძლება, მაგრამ სიმღერას ვერ გააქრობ!

4. ანჯელინა ჯოლიმ და ბილი ბობ თორნტონმა ერთმანეთის ყელსაბამებზე სისხლიანი ანაბეჭდები დატოვეს

ფოტო: Steve Granitz / WireImage / Getty Images

ზედმეტად რომანტიკულია, მაგრამ სახლში ნუ გაიმეორებთ.

5. კორტნი კარდაშიანმა ტრევის ბარკერს ტატუ, წარწერით "i love you" დაუხატა

ფოტო: kourtneykardash

ფურცელზე რომ დაეწერა, არ შეიძლებოდა?

6. ტომი ლი და პამელა ანდერსონი ერთმანეთის გაცნობიდან 4 დღის შემდეგ დაქორწინდნენ

ფოტო: Steve Grantiz / WireImage / Getty Images

რატომაც არა?!

7. Offset-მა ქარდი ბის დაბადების დღე ბილბორდზე მიულოცა

"მინდა ქვეყანაი გავაგებინო, ლამაზო, რომ შენი ეშხით მე ვარ დამწვარი".

8. ტეილორ სვიფტმა კონორ კენედის ოჯახის გვერდით სახლი $4,9 მილიონად შეიძინა

ფოტო: Splash Online

სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში დაშორდნენ.