26 იანვრიდან მუნიციპალურ ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მძღოლებთან დაწესებული ბარიერები მოიხსნა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ წინა კარით სარგებლობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მათ ამ წინადადებით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს და საბჭო წინადადებას დაეთანხმა.

"თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე. აღნიშნულ წინანადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში", — განუცხადეს On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მძღოლებისთვის იზოლირებული სივრცის გამოყოფის გადაწყვეტილება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის 17 მარტს მიიღო. ამ დრომდე მოქალაქეები მხოლოდ ავტობუსის ორი უკანა კარით სარგებლობდნენ, რათა მძღოლთან უშუალო შეხება არ ჰქონოდათ.