საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ქანდა აგრიქალჩერ 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს
საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით "ქანდა აგრიქალჩერ" სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება.
ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად კი დამატებით 50 ადგილობრივი დასაქმდება.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები სოფელ ქანდაში 100 ჰა ფართობზე ნუშის და სხვადასხვა ხეხილის ბაღების გაშენებას მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შევძინოთ და ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ობიექტზე ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებითაც განვავითაროთ საქმიანობა", — აცხადებს "ქანდა აგრიქალჩერ"-ის ბიზნესპროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა.
"საქართველოს ბანკისა და "ქანდა აგრიქალჩერის" თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. გვჯერა, რომ პროექტი დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაში, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს აგრომიმართულების განვითარებას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს წამოწყებებს, რათა შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები