ტესლამ (TSLA) მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების მიუხედავად, რეკორდულად მაღალი მოგება მიიღო.

მიუხედავად სახარბიელო მაჩვენებლებისა, ამ კომპანიის აქციებზე ფასები შემცირებულია, რადგან ტესლამ მიუთითა, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები შენარჩუნდება.

ასეთია ძირითადი მაჩვენებლები, რომლებსაც ტესლას ანგარიში მოიცავს:

  • შემოსავალი: ნავარაუდევი $16,64 მილიარდის ნაცვლად — $17,719 მილიარდი;
  • მოგება ერთ აქციაზე: ნავარაუდევი $2,37-ის ნაცვლად — $2,54.

გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 17,719 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 65%-ით არის გაზრდილი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს მონაცემი მოსალოდნელ შემოსავალსაც აღემატება. ამასთან, ტესლას წმინდა შემოსავალი გაზრდილია 760%-ით და $2,32 მილიარდს აღწევს. უნდა ითქვას, რომ გაუმჯობესებულია სხვა ფინანსური მაჩვენებლებიც.

აშშ-ში ფედერალური სარეზერვო პოლიტიკის მყარად შენარჩუნების კვალდაკვალ აქციების უმეტესობის ფასი შემცირდა. ასეთია ინდექსების არსებული მონაცემები, რომლებიც ბაზარზე არსებულ საერთო მდგომარეობას აჩვენებენ:

  • Dow Jones Industrial Average (DJIA) — შემცირებულია 129,64 პუნქტით (0,4%) 34 168,09 დოლარამდე;
  • S&P 500 index (SPX) — შემცირებულია 6,52 პუნქტით (0,2%) 4 349,93 დოლარამდე;
  • Nasdaq Composite Index (COMP) — შემცირებულია 2,82 პუნქტით (0,1%) 13 542,12 დოლარამდე;

2021 წელს კომპანიამ $53,8 მილიარდის პროდუქცია გაყიდა, საიდანაც 5,5 მილიარდი მოგება იყო. ეს მაჩვენებლები 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

რაც შეეხება მესამე კვარტლის შედეგებს, ტესლამ 13,76 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც არსებულ პროგნოზებს ($13,91 მლრდ) მცირედით ჩამორჩებოდა. ამავე პერიოდში მოგებამ აქციაზე 1,86 დოლარი შეადგინა, რაც პროგნოზს 0,19 დოლარით აღემატებოდა.

ამჟამად ტესლასთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი გარკვეულწილად გადაიჭრა.

ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი — ამისთვის მინიმუმ 1 დოლარია საჭირო. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში კომპანიების სიაც შეგიძლია შექმნა, რაც მათი აქციების ფასების თვალის დევნების საშუალებას მოგცემს. როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, ინვესტირებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.