არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 17 წლის პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღკვეთის ღონისძიება დროებითი ზომაა. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ სანამ ამ საქმეზე განაჩენი დადგება, პოლიციელები პატიმრობაში იქნებიან.
"შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ბრალდებულების მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად პატრულ-ინსპექტორების მიმართ გამოიყენა პატიმრობა", — აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დაკავებული ნუგზარ ბაქრაძის ადვოკატი პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა დაკავებული კიდევ ერთი პოლიციელის, კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატმაც, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული.
მოსამართლემ პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის მიერ დაყენებული როგორც პატიმრობის, ასევე, პოლიციელების თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე მან განაცხადა, რომ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
წინასასამრთლო სხდომა 15 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა.
კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი არასრულწლოვან შშმ პირს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს: "ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო". ამის შემდეგ კი ჩანს, რომ ის მოზარდს ურტყამს.
ფაქტზე ორი პოლიციელი 25 იანვარს დააკავეს. ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები