პრიმატები, მათ შორის ადამიანები, ძირითადად მშობიარობენ დღის ყველაზე ნაკლებად აქტიურ დროს. ჩვენთვის ეს ღამესთან ასოცირდება, მაგრამ ზუსტად რატომ ჩნდება ჩვილების უმეტესობა ამ დროს, გაურკვეველია.

ვერვეტის მაიმუნებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი სხეულის ტემპერატურასთან — მშობიარობის ფანჯარა ემთხვევა იმ დროს, როდესაც პრიმატების სხეული ყველაზე ცივია.

კვლევის პროცესში მაიმუნებზე დაკვირვების პერიოდში მათ ჩაწერეს 24 მდედრი მაიმუნის სხეულის ტემპერატურა მშობიარობისას, რათა უკეთ გაეგოთ რა ხდებოდა. მონაცემებმა აჩვენა, რომ მშობიარობის დროს დედების სხეულის ტემპერატურა იკლებს და მხოლოდ მაშინ უბრუნდება ძველ ტემპერატურას, როდესაც პატარა მაიმუნი იბადება.

დაბადების დაბალ ტემპერატურასთან დაკავშირებამ შეიძლება ახსნას პრიმატების უმეტესობის დღის არააქტიურ პერიოდში დაბადება, რადგან ამ დროს გარემო და სხეულის ტემპერატურა უფრო ცივია.

"მიგვაჩნია, რომ ტემპერატურის ფაქტორი მნიშვნელოვან კავშირშია პრიმატების დაბადების დროსთან", — დაწერეს განცხადებაში მკვლევრებმა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნების მსგავსად, თერმული ეფექტი ადამიანების დაბადების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება. ადამიანებისთვის ეს დრო ღამეა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის დაქვეითება უკავშირდება ცირკადულ რიტმს და არა მზის პოზიციას.

2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სპონტანური მშობიარობის 71.5 პროცენტი საღამოზე მოდის, ან დილით ადრე — ძირითადად შუაღამედან დილის 6 საათამდე.

"ჩვენი აღმოჩენები დაბადებისთვის იდეალური დროის გამოვლინების მხრივ არის მნიშვნელოვანი. ამან შეიძლება მომავალში მშობიარობა უფრო უსაფრთხო გახადოს", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.