ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძის არ გამორიცხავს, რომ ფეიკ ინფორმაციების მიწოდებამ განაპირობა NDI-ს კვლევის შედეგები.

"NDI რას დაეყრდნო ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება იყოს ე.წ. ფეიკ ინფორმაციების მიწოდების საფუძველზეც", — ამბობს მიქანაძე.

NDI-ს დღეს, 27 იანვარს გგამოაქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად ქვეყანაში დემოკრატია, 50% პასუხობს, რომ არა, 39% პასუხობს, რომ არის, 11%-მა არ იცის.

გამოკითხულთაგან ქართული ოცნების მხარდამჭერების 70% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, 22% ფიქრობს, რომ არ არის, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 21% ფიქრობს, რომ არის.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 52% პასუხობს, რომ ცუდად.