აქციებზე ფასების დაცემის შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოიტანა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ფასიანი ქაღალდების ყიდვისთვის კარგი დროა.

Goldman-ის ანალიტიკოსი, პიტერ ოპენჰეიმერი წერს, რომ ინვესტორებმა აქციების ფასების ვარდნას როგორც ყიდვის შესაძლებლობას უნდა შეხედონ. Citi-ის ანალიტიკოსის, რობერტ ბაკლენტის თქმით კი, აქციების სწრაფი ვარდნა რეალური შემოსავლების სტაბილიზებამ შეიძლება შეანელოს.

2022 წელი რიგი აქციებისთვის მძიმედ დაიწყო, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო პოლიტიკის გამკაცრებასა და უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობას უკავშირდება.

გლობალური ინდექსი MSCI ACWI იანვარში დაახლოებით 7%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე გაუარესებული მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად S&P 500 ინდექსის გაუმჯობესება შეინიშნება.

ანალიტიკოსები ჯერ კიდევ აკვირდებიან, რა გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთების ზრდა აქციებზე. მათი აზრით, ეს აჩვენებს იმას, თუ როდის დასტაბილურდება ბაზარზე სიტუაცია.

ფოტო: freepik

ბუნებრივია, ბაზარზე არსებული ყველა ტენდენცია პოზიტიური არ არის. მაგალითისთვის, Barclays Plc-ის ანალიტიკოსის, ემანუელ კაუს თქმით, სავაჭრო ფონდები და საცალო ინვესტორები გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ აქციებს, რაც მათი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში პრობლემებს შექმნის.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბაზრის ექსპერტებს მხრიდან პოზიტიური გზავნილები უფრო მეტად ისმის. მაგალითად, Bank of America-ის ექსპერტების თქმით, გაიაფებული აქციების ყიდვისთვის ახლა ხელსაყრელი პერიოდია. ამასთან, Wells Fargo & Co-ის სპეციალისტებმა ინვესტირების გააქტიურებას რეკომენდაცია გაუწიეს. მათი თქმით, ფასიან ქაღალდებში ახალი ფულის ინვესტირებისთვის ახლა კარგი დროა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი. ამასთან, ამ საქმისთვის მინიმუმ 1 დოლარია საჭირო. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში კომპანიების სიაც შეგიძლია შექმნა, რაც მათი აქციების ფასების თვალის დევნების საშუალებას მოგცემს. როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, ინვესტირებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.