NDI-ს კვლევის მიხედვით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მოქალაქეები თანხმდებიან, რომ პარტიათაშორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თქვენმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები და მოსაზრებები თქვენთვის მიუღებელი იყოს, გამოკითხულთა 80% პასუხობს, რომ ეთანხმება, 8% არ ეთანხმება, 10%-მა არ იცის, 1% კი არ პასუხობს.

ფოტო: NDI

საზოგადოების განწყობის კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.