ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს. 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 29% აცხადებს, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა.

ფოტო: NDI

მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. 2021 წლის ივლისში ასე გამოკითხულთა 54% ფიქრობდა, ეს რიცხვი დეკემბრის თვეში 64%-მდე გაიზრდა.

ფოტო: NDI

კვლევის თანახმად, ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების 38% მიზეზად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას ასახელებს, 20% კი ჯანმრთელობის პრობლემებს. 15% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება.

ფოტო: NDI

გარდა ამისა, ვაქცინირებული მოსახლეობის მესამედი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს. 63% ამბობს, რომ ბუსტერი უკვე გაიკეთა, 14% აცხადებს, რომ ბუსტერ დოზით არ აიცრება. გამოკითხულთა 3%-ის თქმით, ბუსტერ დოზით უკვე აიცრა, ხოლო 20% ამბობს, რომ არ იცის გაიკეთებს თუ არა ვაქცინის ბუსტერ დოზას.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევი მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინააღმდეგია. კითხვაზე, აცრიდით თუ არა თქვენს შვილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 59% ამბობს, რომ — არა, 26% აცხადებს, რომ — კი. გამოკითხულთა 1%-მა თქვა, რომ შვილი უკვე აცრა, ხოლო 15% ამბობს, რომ — არ იცის.

ფოტო: NDI

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემას სრულად გამოკითხულთა 23%, ხოლო ნაწილობრივ, 50% ენდობა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნაწილობრივ უნდობლობას 11% გამოხატავს, ხოლო 14% ამბობს, რომ მას საერთოდ არ ენდობა.

ფოტო: NDI

ორგანიზაციის განცხადებით, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს.

ფოტო: NDI

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

ფოტო: NDI

საზოგადოების განწყობის კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.