NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არავინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ფოტო: NDI

გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 36% ეთანხმება ამ მოსაზრებას, 11%-მა არ იცის, 2% კი უარს ამბობს პასუხზე.

ასევე, კვლევის მიხედვით, 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, 31% ეთანხმება ამ მოსაზრებას, 15%-,ა არ იცის, 1% კი უარს ამბობს პასუხზე.

ფოტო: NDI

ფოტო: NDI

საზოგადოების განწყობის კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.