გურჯაანში კაცმა თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1961 წელს დაკავებული პირია დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს — 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ-ს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ამოიღო", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.