დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯები გადადგან. კერძოდ, თუ გაქვთ სიმპტომები:

  • ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
  • სურდო;
  • ზომიერი ცხელება;
  • ხველა;
  • ღამით ოფლიანობა;
  • საერთო სისუსტე

NCDC გირჩევთ, პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკოთ 112-ში და მიიღოთ ონლაინ კლინიკის მომსახურება. თუმცა, მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეს პროცესი გართულებულია და ოჯახის ექიმი მათ რამდენიმე დღის დაგვიანებით ან იშვიათად ურეკავ

გარდა ამისა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში ან გადახვიდეთ საიზოლაციო სივრცეში. ასევე, მაქსიმალურად შეზღუდოთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენოთ პირბადე.

"ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა!" — აცხადებენ NCDC-ში.

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 087, ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22,42%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 15,32% ხოლო 7 დღის მანძილზე — 19,58%.