ახალი კვლევის თანახმად, სატურნის ყველაზე შიდა მთვარე, რომელიც ვარსკვლავური ომების სიკვდილის ვარსკვლავს წააგავს, შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. საუბარია მიმასზე, თანამგზავრზე, რომელიც ყველაზე პატარაა და ყველაზე ახლოსაა სატურნთან. კვლევის თანახმად, ის შეიძლება შეიცავდეს თხევად შიდა ოკეანეს.

"თუ მიმასს აქვს ოკეანე, ის წარმოადგენს პატარა, ოკეანის სამყაროების ახალ კლასს", — თქვა კვლევის ავტორმა ალისა როდენმა.

კვლევა გამოქვეყნდა გასულ კვირას ჟურნალში Icarus. მიმასი 1789 წლის 17 სექტემბერს ბრიტანემლა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. მთვარე სატურნიდან მხოლოდ 186 000 კილომეტრით არის დაშორებული და პლანეტის გარშემო ერთი ორბიტის შესრულებას სულ რაღაც 22 საათი სჭირდება.

მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ მიმასი, რადგან ის, სავარაუდოდ, მთლიანად ყინულისგან შედგება.

"აღმოჩნდა, რომ მიმასის ზედაპირი გვატყუებდა და ჩვენმა ახალმა კვლევამ ბევრი რამ შეცვალა“, — ამბობენ მკვლევრები.

მიმასის ერთი და იგივე მხარე ყოველთვის პლანეტისკენ არის მიმართული — ისევე როგორც ჩვენი მთვარე, როდესაც ის დედამიწის გარშემო ბრუნავს. მკვლევრები თვლიან, რომ ფენომენი, რომელსაც ეწოდება მოქცევის გათბობა, მიწისქვეშა ოკეანეების არსებობის საშუალებას იძლევა.

მოქცევის გათბობა იწვევს მთვარეზე ტემპერატურის შიდა მატებას პლანეტასთან მისი გრავიტაციული ურთიერთობის გამო. კასინის მიერ მიმასის ბრუნვაში აღმოჩენილი რხევის ხელახლა შესაქმნელად, მკვლევრებმა გამოიყენეს მოდელები, რათა ეჩვენებინათ, რომ მოქცევის გათბობა, რომელიც ხდება პატარა მთვარეზე, საკმარისია ყინულის გარსის ქვეშ ოკეანის შესანარჩუნებლად.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია. მომავალ კოსმოსურ მისიებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ მიმასი მართლაც არის ერთ-ერთი ამ შიდა წყლის ოკეანის სამყაროდან. მკვლევრების თქმით, თუ ეს დადასტურდა, სატურნის ყინულოვან მთვარეზე, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.