კეიტ ტაფელსკი და ტაილერ ოსტროვსკი ერთმანეთს პირველად 2015 წლის ჰელოუინის წვეულებაზე შეხვდნენ. წყვილმა წლების შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა, თუმცა პანდემია სწორედ ამ დროს დაიწყო.

ტაფელსკიმ Insider-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა დედის საქორწინო კაბის ფოტო ნახა, მის ჩაცმაზე არასდროს უფიქრია, რადგან მის გემოვნებაში არ ჯდებოდა. თუმცა პანდემიის გამო მან საქორწინო კაბის შერჩევა ვერ შეძლო და დედის კაბა იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.

ფოტო: Instagram

ტაფელსკის დედას, რომელმაც 1989 წელს იქორწინა, თავისი დედის 1961 წლის საქორწინო კაბის ოდნავ შეცვლილი ვერსია ეცვა. "დედას ჩემი ბებიის საქორწინო კაბა შენახული ჰქონდა, რადგან პირველივე დანახვისას მოეწონა", — ამბობს ტაფელსკი. თუმცა ტაფელსკის დედამ კაბის მაქმანებიან სახელოებს სხვა ქსოვილი დაამატა და თავის ქორწილზე ისე მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ ტაფელსკის დედის კაბა არ მოსწონდა, ბებიის კაბის ვერსია, მისი აზრით, გაცილებით უკეთესი იყო და გადაწყვიტა, რომ კაბა გადაეკეთებინა.

ფოტო: Katherine Zell

ტაფელსკიმ დედის საქორწინო კაბა მკერავთან წაიღო, რომელმაც მაქმანის სახელოები მთლიანად მოხსნა და ზომაში გაადიდა, რათა პატარძალს კარგად მოერგო. ასე რომ, საქორწინო ცერემონიაზე ტაფელსკის თავისი ბებიის კაბის განახლებული ვერსია ეცვა.

ფოტო: Katherine Zell

მაქმანის სახელოები, რომლებიც მკერავმა კაბას მოაჭრა, ტაფელსკიმ ჩარჩოში ჩასვა და ოჯახის წევრებს სამახსოვროდ გადასცა.