დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 087, ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის, 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22,42%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 15,32% ხოლო 7 დღის მანძილზე — 19,58%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 9 487;
  • აჭარა — 1 958;
  • იმერეთი — 1 990;
  • ქვემო ქართლი — 831;
  • შიდა ქართლი — 877;
  • გურია — 240;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 680;
  • კახეთი — 704;
  • მცხეთა-მთიანეთი — 391;
  • სამცხე-ჯავახეთი — 310;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013 საიდანაც, 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 999, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 283, 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, დღემდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: