ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დაკავებულთაგან ორ პირს ბრალდება დაუმძიმა
პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა.
უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ და ბ.ხ ავტომანქანით, შატალოვას განზრახ მკვლელობის მიზნით, მის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ. მათივე თქმით, ბ.ლ კორპუსის სადარბაზოსთან შატალოვას დაელოდა და იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც მეორე ბრალდებულთან ერთად ადგილიდან მიიმალა.
"იმავე დღეს ბ.ხ, რომელიც ლ.რ-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ხოლო მას შემდეგ, რაც ლ.რ-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა. სამართალდამცველებმა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქტომბერს დააკავეს", — ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ბ.ლ-ს ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი ამოიღეს. უწყების ცნობით, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბ.ლ-ს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით წარედგინა.
რაც შეეხება ბ.ხ-ს, მას ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს.
"ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი", — აღნიშნავენ უწყებაში.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს მისი მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგან პატიმრობა შეუფარდა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
კომენტარები