პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობა.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმა აცვია, ქალზე ფიზიკურად ძალადობს. კადრებში ჩანს, რომ ის ქალს სახეში რამდენჯერმე ურტყამს და ეჩხუბება.