სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმა აცვია, ქალზე ფიზიკურად ძალადობს. კადრებში ჩანს, რომ ის ქალს სახეში რამდენჯერმე ურტყამს და ეჩხუბება.

ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ეს პიროვნება ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. On.ge აღნიშნულზე დაუკავშირდა უწყებას, სადაც განაცხადეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.